Closest in meaning — including in other laws
სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში დადგენილებით დაამტკიცოს: ა.ა) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა; ა.ბ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი; ა.გ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი; ა.დ) ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/ შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა; ბ) 2019 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის ოდენობა.
2.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესი. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1646 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.