1.საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს: ა) აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი; ბ) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები; გ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356); დ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356) ; ე) აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი. 1 1 . საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ა) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები; ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა.
