Article 15
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედმა ორგანიზაციამ, გარდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა, სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ეროვნული საზოგადოებისა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციისა, გამოიყენოს სახელწოდება − „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ ან მისთვის მიმსგავსებული სახელწოდება, რომელსაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი. თავი V. პასუხისმგებლობა
