1.სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების სტაჟიორს (გარდა ამ მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული სტაჟიორისა) მიეცემა არაუმეტეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი პირველი სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული ოდენობით. 1 1 . საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების) სტაჟიორს შრომის ანაზღაურება მიეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
