სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სამხედრო სარეზერვო სამსახურს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზად, შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მიიჩნევა ამ პირის ავადმყოფობა, რომელიც შეუძლებელს ხდის რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას, ან ამ პირის ახლო ნათესავის (ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი) გარდაცვალება, ან სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება. თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ
Article 26. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 21 Sept 2023
