სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში ან სხვაგვარად აარიდებს თავს მას, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზად შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მიიჩნევა აღნიშნული პირის (რეზერვისტის) ავადმყოფობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას, ან ამ პირის ახლო ნათესავის (პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მეუღლე, გერი) გარდაცვალება, ან სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება. თავი X სამხედრო განათლება
Article 110. პასუხისმგებლობა სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 13 May 2026
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.




