Article 45. სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 27 Jun 2024
1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი.
2. ბენეფიციარისთვის სრულყოფილი და ეფექტიანი კონსულტაციის გასაწევად სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ადგილის გამოყოფა და სამუშაო გარემოს შექმნა.
3. დაწესებულება უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთა მიმართ თანაბარ და სამართლიან მოპყრობას ადამიანური რესურსების მართვის, შრომის პირობების, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
