1.სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობა ჩაატაროს ბენეფიციარისთვის ღიად, მისთვის ინფორმაციის მიწოდებით და მისი თანხმობით. გადაუდებელი შემთხვევის დროს ბენეფიციარის თანხმობა აუცილებელი არ არის.
2.სოციალური მუშაკი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საჭირო მომსახურების, არსებული რისკისა და დაბრკოლების შესახებ.
