Article 50. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაობის სფეროში შეიმუშაოს საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს საჯარო დაწესებულებისთვის ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
