საქართველოს მთავრობა: ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას; ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში იღებს განკარგულებას სამობილიზაციო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის შესახებ; გ) ამტკიცებს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმას და იღებს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში; დ ) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. მუხლი 6. (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1389 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2040 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
Article 5^1. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 21 Sept 2023
Topics:Emergency Law
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
