სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 22. სავალდებულო ოპერაციები
1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან შეასრულონ სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. სავალდებულო ოპერაციები სრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალები და მატერიალური რესურსები არ არის საკმარისი საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის.
3. სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების დროს გაწეული ხარჯი და მიყენებული ზიანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აუნაზღაურდებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
