1.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.საგანგებო სიტუაციისაგან სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის პერსონალი დაცული უნდა იქნეს თავშესაფარში.
3.მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობა, გამოქვაბული, ბუნკერი და გვირაბი, აგრეთვე თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის მიწისქვეშა სართული და სათავსი (მათ შორის, ორმაგი დანიშნულების) შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავშესაფრად.
4.თავშესაფრის მოვლა-პატრონობას და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას უზრუნველყოფენ ქონების მფლობელობის, განკარგვის ან/და ამ ქონებით სარგებლობის უფლებამოსილების მქონე პირები.
5.თავშესაფრებს და თავშესაფრად ვარგის შენობა-ნაგებობებსა და სათავსებს დადგენილი წესით აღრიცხავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები.
6.თავშესაფრის და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის და სათავსის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა შესაძლებელია სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავშესაფრის გასხვისება დაუშვებელია სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
7.საგანგებო სიტუაციის ზონიდან ან/და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ფიზიკური პირების, მატერიალური ფასეულობებისა და ცხოველების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს − მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.
8.ადამიანთა სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები და მათი განხორციელების ორგანიზება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9.თავშესაფრების მახასიათებლები და მათი აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
The amendments this article has been through
Clarifies rules for changing the purpose of shelters and emphasizes government consent for disposal of state-owned shelters.
amending act №4426020Describe your situation — we'll help you find the right specialist.