სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 38. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
Consolidation №16 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონის უზენაესობა; ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა; გ) გამჭვირვალობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვა; ვ) თანაზომიერება; ზ) სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა; თ) ჰუმანიზმი; ი) ჩართულობა და თანამშრომლობა; კ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება; ლ) ანგარიშვალდებულება.
