სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 43. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით. 1 1 . საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადასახდელები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ქმნის და იყენებს ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.
