სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 44^1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება
1. სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებს, რომლებითაც განისაზღვრება: ა) თავშესაფრების მახასიათებლები და მათი აღრიცხვის წესი; ბ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულება; გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმა; დ) ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესი. 1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების შესამუშავებლად სამინისტროს ინიციატივით შეიძლება შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია ან/და სამუშაო ჯგუფი.
2. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ადგენს: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის მოთხოვნებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალს და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნებს; ბ) ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესს; გ) საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების წესს; დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა; ე) წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესს; ვ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესს; ზ) ტექნიკურ რეგლამენტს − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესს; თ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისა და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესს. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №802 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. თავი IX საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი
