სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 49. მოსამსახურის სამუშაო დრო
Consolidation №16 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისთვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დღე.
3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
