1.არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
2.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
