1.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს შესაბამისი დამფუძნებელი ორგანო.
2.სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს კოლეჯის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების (საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების), მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
