საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
Article 11. სახელმწიფო კონტროლი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანო ბის ზედამხედველობას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. სახელმწიფო კონტროლად არ მიიჩნევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუ.221 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3973-სსმI,№73,23.12.2010წ., მუხ.443 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №550 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.
