1.უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტებისა და ბუღალტერიის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1.უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტებისა და ბუღალტერიის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2.
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Always up-to-date legal framework
3.უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
4.უმაღლესი საბჭოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
5.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო მოსამსახურეებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
6.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.
7.უმაღლესი საბჭოს ფრაქციების აპარატების თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით დებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
8.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში დასაქმებულ პირებთან, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეების თანაშემწეებთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
9.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
10.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
11.უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. უმაღლესი საბჭოს აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
The amendments this article has been through
Updates requirements for public officials within the Supreme Council apparatus to align with national law regarding civil service standards.
amending act №6694077Describe your situation — we'll help you find the right specialist.