1.უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1.უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2.
Closest in meaning — including in other laws
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Always up-to-date legal framework
3.უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
4.უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
5.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ სხვა პირებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
6.უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კანონმდებლობით და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.
7.უმაღლესი საბჭოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაო აღწერილობით.
8.ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებით.
9.სამუშაოთა აღწერილობებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით, ხოლო კომიტეტების აპარატებში – შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
10.უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. უმაღლესი საბჭოს აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თავი XVIII პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის . უმაღლესი საბჭოს ეთიკა
Describe your situation — we'll help you find the right specialist.