ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში (შზ-4) ავტოსადგომების მოწყობა შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის, რომელიც გამოწვეულია ამ ქვეზონაში დასაშვები გამოყენების სახეობების ფუნქციონირებით, ამ წესით დადგენილი წინაპირობების გათვალისწინებით.
3.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მინიმუმ 1 ავტოსადგომი: ა) საცხოვრებელი ფუნქციებისთვის – ყოველ 100 მ 2 -ზე; ბ) სამაყურებლო დარბაზისათვის – ყოველ 15 ერთეულ ადგილზე; გ) სასტუმროსა და ადმინისტრაციული ობიექტებისათვის – ყოველ 150 მ 2 -ზე; დ) სავაჭრო ცენტრებისათვის – ყოველ 60 მ 2 -ზე; ე) კაფე და რესტორნისათვის – ყოველ 30 მ 2 -ზე; ვ) სამედიცინო ობიექტებისათვის – ყოველ 50 მ 2 -ზე; ზ) სასაფლაოებისათვის – ყოველ 500 მ 2- ზე, მაგრამ არანაკლებ 30 ადგილისა; თ) პარკები/სკვერები და სხვა მსგავსი საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისათვის – ყოველ 60 მ 2 -ზე.
4.უპირატესობა ენიჭება მიწისქვეშა ავტოსადგომებს. შესაძლებლობის შემთხვევაში მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა სავალდებულოა.
5.განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით, ქალაქთმშენებლობითი საჭიროების საფუძველზე, შესაძლებელია შენობიდან გამოიყოს ისეთი არასრული სართული ან/და არასრული სართულის ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ ავტოსადგომებისთვის. ასეთ სართულებს შეიძლება ასევე მიეკუთვნებოდეს ზედა სართულები.
6.განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით შეიძლება დადგინდეს, რომ კონკრეტულ ზონაში დაუშვებელია ან შეზღუდულია ავტოსადგომების მოწყობა.
7.წინამდებარე მუხლით განსაზღვრული ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობის მოთხოვნა არ ვრცელდება: ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ I კლასის ობიექტებზე; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.
8.თუ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილია შერეული ფუნქციის ობიექტები ან მისი ნაწილები, ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეული ფუნქციისათვის განსაზღვრული რაოდენობების ჯამს.
9.ამ მუხლით განსაზღვრული აუცილებელი ავტოსადგომი უნდა განთავსდეს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
10.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტოსადგომების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის (მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას.
11.ავტოსადგომების რეგულირებასთან დაკავშირებული გამონაკლისები ან /და დამატებითი პირობები დგინდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით.
The amendments this article has been through
The addition of subparagraph 'g' to paragraph 7 of Article 18 allows for construction in Special Regulation Zones based on approved development plans or detailed plans, effectively clarifying conditions under which projects can proceed in these areas.
amending act №6297262Detailed development plans are required to include a traffic organization scheme compliant with Georgian law, including transport infrastructure connections and minimum sidewalk width of 1.5m for townhouses.
amending act №5943137These lawyers work in the legal area related to this article.