Article 135. საქონლის საბაჟო სტატუსი
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. თუ საქონელი თავისუფალი ზონიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე შეიტანება, ის მიიჩნევა უცხოურ საქონლად, ვიდრე არ დადასტურდება მისი, როგორც საქართველოს საქონლის, სტატუსი.
2. თუ საქონელი თავისუფალი ზონიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება, საქონლის ექსპორტთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნისთვის ეს საქონელი მიიჩნევა საქართველოს საქონლად, თუ არ დადასტურდება, რომ მას არ აქვს საქართველოს საქონლის სტატუსი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
