1.საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული , საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის / ცხოველის საკვების უვნებლობის , ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დადგენილი წესების და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე .
2.სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა ნებადართულია ამ საქონელზე ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ან სამსახურის ნებართვით.
3.სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლს.
4.სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმპორტის მოთხოვნებს, ექვემდებარება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან დამუშავებას (თუ იგი ექვემდებარება გაუსნებოვნებას), ან მესაკუთრის ხარჯით გადამუშავებას ან განადგურებას.
5.ექსპორტისათვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ასევე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს, რაზედაც სამსახური ან სააგენტო გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს . საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი XIII 1 . სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის ექსპორტ-იმპორტი და რეექსპორტი საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. მუხლი 57 1 . ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის მოთხოვნები 1. ექსპორტისთვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი, აგროქიმიკატი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს. აღნიშნული ექსპორტისთვის სააგენტო ან სამსახური გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე − შესაბამისობის სერტიფიკატს.
2.საქართველოში იმპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3.საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაყვანი ცხოველი, შემოსატანი მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4.საქართველოდან რეექსპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმღები ქვეყნის მიერ სხვა რამ მოითხოვება. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. კარი III. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი თავი XIV. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი და მოქმედების პრინციპები



