Article 152. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება
1. თუ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე ან საწარმოო დეფექტის გამო, უსასყიდლოდ გადამუშავდა, გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უნდა იქნეს იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ საქონლის გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცევამდე საწარმოო დეფექტი გათვალისწინებული იყო მისი თავისუფალ მიმოქცევაში თავდაპირველად გაშვებისას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
