1.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე მისცეს დეფექტური საქონლის გატანამდე შემცვლელი საქონლის დადგენილი პირობების შესაბამისად შემოტანის უფლება. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ოდენობის გარანტია.
2.დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს 2 თვის ვადაში. ეს ვადა აითვლება შემცვლელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.
