1.თუ დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებულ შეჩერებულ საქონელთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს და საქონლის მფლობელი მოითხოვს საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე მის გაშვებას, სამსახური უფლებამოსილია გაუშვას საქონელი, თუ დასრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და საქონლის მფლობელი წარადგენს ერთ-ერთ შემდეგ გარანტიას: ა) მისი და უფლების მფლობელის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით; ბ) არანაკლებ შეჩერებული საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.






