1.საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ რეექსპორტის შეტყობინებაში შეიტანოს ცვლილება.
1.საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ რეექსპორტის შეტყობინებაში შეიტანოს ცვლილება.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ რეექსპორტის შეტყობინების წარმდგენს აცნობა ამ შეტყობინებით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა წარდგენილი მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა; გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.
3.თუ რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს შეტყობინება ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ შეტყობინების წარდგენიდან 150 დღის გასვლის შემდეგ.
4.რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. წიგნი IX საბაჟო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა თავი XXIX. ზოგადი დებულებები
Describe your situation — we'll help you find the right specialist.