1.საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება.
2.საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა; გ) საქონელი წარედგინა საბაჟო ორგანოს.
3.თუ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 200 დღის გასვლის შემდეგ.
4.საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
