Article 45. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
1. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის ფასი. თუ მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება პროგრამის მატარებლის ღირებულებისგან განცალკევებული არ არის, პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 38-ე–44-ე მუხლების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის მიზნისთვის „პროგრამული უზრუნველყოფის მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს და მსგავს მოწყობილობებს, აგრეთვე ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება აღნიშნული სქემები და მოწყობილობები.
