Article 96. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არსებული მონაცემების სიზუსტის შემოწმების მიზნით: ა) შეისწავლოს ეს დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები; ბ) მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა; გ) დაათვალიეროს საქონელი; დ) აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში მისი ანალიზისთვის ან საქონლის დეტალური შემოწმებისთვის.
2. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
