Article 33. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი
1. უფლებამოსილი ორგანო ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულ ბავშვს უნიშნავს პირს, რომელიც იღებს ბავშვის შესახებ გადაწყვეტილებას მისი სრულყოფილი მონაწილეობით, მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
2. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად დანიშნულ პირს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, ბავშვთან ურთიერთობისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები და გავლილი უნდა ჰქონდეს სავალდებულო სწავლება.
3. უფლებამოსილი ორგანო ანგარიშვალდებულია ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად დანიშნული პირის საქმიანობისთვის და, შესაბამისად, მას სათანადო პროფესიულ მხარდაჭერას და ზედამხედველობას უწევს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ბავშვის უფლებათა კოდექსი
