შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო.
2.შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოა სასამართლო.
3.უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან/ და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელის შეწყობა, რომლის მიზანია შვილად აყვანა. ამასთანავე, შვილად აყვანის დროს დასაშვებია ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო შვილად აყვანის დროს – კომპეტენტური ორგანოს მიერ მომსახურების გაწევა.
These lawyers work in the legal area related to this article.