1.ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საგანმანათლებლო, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა, მათ შორის, ფიზიკური აღზრდის ღონისძიებების განხორციელებით, სათანადო ინფრასტრუქტურისა და ჯანსაღი საკვების უზრუნველყოფით, საინფორმაციო-საკონსულტაციო და რეფერირების სერვისების დანერგვით.
2.ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ფიზიკური აღზრდის, ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების მართვის, მათ შორის, მომზადებისა და რისკების შემცირების, მექანიზმების დანერგვა.
