Article 17. სპორტის განვითარებაში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობა
ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები და დაწესებულებები: ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სპორტს იყენებენ, როგორც ფიზიკური რეაბილიტაციისა და დაავადების პროფილაქტიკის საშუალებას; ბ) საექიმო კონტროლს უწევენ სპორტული სექციის წევრებს, უზრუნველყოფენ საქართველოს ეროვნული და სხვა გუნდების სამედიცინო მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე; გ) ორგანიზაციას უწევენ და ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის იმ ძირითადი კომპონენტების საკითხებში, რომლებიც გამოიყენება ავადმყოფების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში; დ) ქმნიან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრებს (დისპანსერებს), დიაგნოსტიკურ საკონსულტაციო პუნქტებს და კაბინეტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობას შესაბამისი მომსახურებით, აღჭურავენ მათ საჭირო სამედიცინო მოწყობილობითა და აპარატურით; ე) სპორტული წვრთნა და შეჯიბრების ჩატარება შესაძლებელია ეკოლოგიურად და ჰიგიენურად სუფთა გარემოში. მუხლი 18. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა პენიტენციური დაწესებულება, როგორც წესი, უზრუნველყოფს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ახორციელებს აუცილებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, სათანადო ინვენტარითა და მოწყობილობით ქმნის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობათა ჩატარების პირობებს. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2720 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.57 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3544 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №958 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. თავი მეხუთე. უმაღლესი მიღწევების სპორტი
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სპორტის შესახებ
