1.სახელმწიფო ორგანომ და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ხელი უნდა შეუწყონ და ამ ორგანიზაციამ ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა უნდა განახორციელოს აღნიშნული ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული დამოუკიდებლობის პრინციპისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
2.ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაბამისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს დამოუკიდებლად ან ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინაციით.
