1.კერძო მედიაციის დაწყების მომენტიდან ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა.
2.მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად მიიჩნევა კერძო მედიაციის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს კერძო მედიაციის დაწყებიდან 2 წლისა. კერძო მედიაციის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში დრო, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო, აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება.
