ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ერთეულები, რომლებმაც გავლენა მოახდინა შესაბამისი დანადგარის სიმძლავრის გაზრდაზე, უნდა ჩაითვალოს იმ განცალკევებული დანადგარის მიერ წარმოებულად, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა სიმძლავრის გაზრდის მომენტში. ასეთი განცალკევებული დანადგარის მიერ წარმოებული ენერგია გათვალისწინებული უნდა იქნეს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის შესრულების ანგარიშში.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ
Article 12. სიმძლავრის გაზრდა
Consolidation №1 Verified against the current consolidation · 15 Jul 2020
