1.მრეწველობაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საწარმოსთან ხელშეკრულება ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე. ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ენერგომომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
