1.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით უნდა დადგინდეს ამ კანონის ამოქმედებამდე ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მექანიზმი ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპები, საჯარო მომსახურების ორგანიზება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალური მოთხოვნები. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, მათ შორის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, რეგულირდება კომისიის მიერ ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3.ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესი, აგრეთვე სხვა დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ა) ელექტროენერგიის ბაზრის მოდელი, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ) ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურები, პრინციპები და სტანდარტები, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ 1 ) ელექტროენერგიის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში; გ) ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდები; დ) ელექტროენერგიის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშები; ე) პროდუქტები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზარზე; ვ) ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურა; ზ) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურა; თ) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიური გრაფიკების მომზადების, გამოყენების, გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურა; ი) ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში არსებული დანაკარგების აღმოსაფხვრელად ელექტროენერგიის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურა; კ) უბალანსობის გაანგარიშება და მასზე პასუხისმგებლობა; ლ) დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის მაჩვენებლის გაანგარიშება და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ბაზარზე უბალანსობასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორება; მ) ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითოეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობები; ნ) ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირებისთვის, აგრეთვე ბაზრის შიგნით პროცედურების მოწესრიგებისთვის აუცილებელი სხვა პირობები; ო) ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის წესი და პროცედურა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
The amendments this article has been through
Defines the Energy Market Model concept and its guiding principles.
amending act №5317153Describe your situation — we'll help you find the right specialist.