1. უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს , შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1. უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს , შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.
Closest in meaning — including in other laws
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.კომისიას ლიცენზიაში ცვლილება შეაქვს ლიცენზიის პირობების შესაბამისად. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ: ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით; ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
3.კომისიას უფლება აქვს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი, მოთხოვნების შესრულება.
4.კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიატი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
5.ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს 6 თვისა.
6.იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიატის განცხადების საფუძველზე.
7.ლიცენზიის გაუქმება ხდება ლიცენზიის პირობების, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.
8.ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით. მუხლი 16 1 . სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება 1. თუ არსებობს განზრახვა, რომ მოხდეს სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინოს კომისიას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში მიეთითება მონაწილე პირების შესახებ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე, ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ბ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია მათი ღირებულებები, და საწარმოს აუდიტის ანგარიში ამ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ; გ) სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობები; დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.
3.სისტემის ოპერატორის შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სისტემის ოპერატორი. სისტემის ოპერატორის მიერ ამ შეტყობინებაში არასწორი ინფორმაციის მითითება და კომისიის მიერ ამ მუხლის მე-5 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის სწორი ინფორმაციის წარუდგენლობა არის იმის საფუძველი, რომ უარი ითქვას სისტემის ოპერატორის შერწყმაზე ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისებაზე ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო თუ შესაბამისი ტრანზაქცია/ოპერაცია განხორციელებულია − ამ ტრანზაქციის/ოპერაციის ბათილობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძველი.
4.კომისია ამოწმებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მითითებულ მონაცემებს. თუ სისტემის ოპერატორის შეტყობინება არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მას ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოსადგენად დამატებით გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. კომისია უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს აგრეთვე ისეთი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული არ არის და აუცილებელია შესაბამისი ტრანზაქციის/ოპერაციის შესაფასებლად და კომისიის მიერ ამ მუხლის მე-5 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად.
5.კომისია უფლებამოსილია სისტემის ოპერატორის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში გასცეს თანხმობა სისტემის ოპერატორის შერწყმაზე, 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისებაზე ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
6.კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობების კორექტირება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის გაწეულ მომსახურებაზე, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის, სალიცენზიო პირობების) შესრულებაზე ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე.
7.კომისია უფლებამოსილია აკრძალოს სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ამ აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის, სალიცენზიო პირობების) შესაძლო შეუსრულებლობა ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე შესაბამისი ტრანზაქციის/ოპერაციის შესაძლო უარყოფითი გავლენა.
8.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) მაკონტროლებელი პირი (საბოლოო ბენეფიციარი) არის ფიზიკური პირი, რომელიც საწარმოს საბოლოო მფლობელია, საწარმოს საქმიანობიდან იღებს ფულად ან სხვა სარგებელს ან შეიძლება მიიღოს ასეთი სარგებელი და ვალდებული არ არის, ეს სარგებელი სხვა პირს გადასცეს; ბ) საოპერაციო აქტივი არის კომისიის მიერ სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეგულირებადი აქტივი.
9.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ტრანზაქციაზე/ოპერაციაზე, რომლის განხორციელების ერთადერთი მიზანია ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად სისტემის ოპერატორის განცალკევება. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7064 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. კარი III. მარეგულირებელი ორგანო თავი VI. კომისიის სტატუსი და საქმიანობა
Describe your situation — we'll help you find the right specialist.