ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 18. კომისიის სამართლებრივი ფორმა
Consolidation №14 Verified against the current consolidation · 10 Jun 2025
კომისია არის განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან და მოქმედებს ამ კანონითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
