ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 19. კომისიის დამოუკიდებლობა
1. მარეგულირებელი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კომისია დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებითა და ენერგეტიკული საქმიანობის რეგულირების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით.
2. კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, კომისიის კომპეტენციის სფეროსთვის საქართველოს კანონმდებლობით მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებისას უნდა აკმაყოფილებდნენ მათ მიმართ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნებს.
3. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებამ არ უნდა შეზღუდოს მჭიდრო თანამშრომლობა კომისიასა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს შორის, ან ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ენერგეტიკული პოლიტიკის ზოგადი პრინციპები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს ან უკავშირდება იმ ვალდებულებებსა და მარეგულირებელ ფუნქციებს, რომლებიც კომისიისთვისაა დაკისრებული.
