ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 35. ტენდერი ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეებზე
Consolidation №14 Verified against the current consolidation · 10 Jun 2025
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების ახალი სიმძლავრის ასაშენებლად, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების არსებული სიმძლავრის გასაზრდელად, ჩაატაროს ტენდერი ან გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შერჩევის სხვა პროცედურა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ტენდერის წესებსა და პირობებს, რომლებიც შესრულებული უნდა იქნეს გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად.
