1.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.გადამცემი სისტემის მესაკუთრე პასუხისმგებელი არ არის საინვესტიციო დაგეგმვისთვის, მესამე პირებისთვის სისტემასთან დაშვების უფლების მინიჭებისა და ამ უფლებით სარგებლობის მართვისთვის.
3.თუ ავტორიზებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრე ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან და ხელი შეუწყოს მას მისი ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია; ბ) დააფინანსოს ინვესტიციები, რომელთა განხორციელებაც დამოუკიდებელმა სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან თანამშრომლობითა და კომისიასთან შეთანხმებით გადაწყვიტა,ან გასცეს თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის, მიერ ამ ინვესტიციების დაფინანსების შესახებ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ფინანსური ხელშეკრულება საჭიროებს კომისიის თანხმობას. ასეთი თანხმობის გაცემამდე კომისია კონსულტაციებს მართავს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და სხვა დაინტერესებულ პირებთან; გ) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის აქტივებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის, გარდა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისა, დაზღვევა; დ) წარმოადგინოს სათანადო უზრუნველყოფა ქსელის გაფართოების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასცა თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის, მიერ ინვესტიციების დაფინანსებაზე.
4.დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის მესაკუთრის თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით უნდა ფლობდეს გადამცემი ქსელის აქტივებს. კომისია ამტკიცებს გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორს შორის დადებულ ხელშეკრულებას გადამცემი ქსელის აქტივების მფლობელობაში გადაცემის შესახებ, მათ შორის, სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.