1.ავტორიზებული პირი, რომელსაც ინფრასტრუქტურის ოპერატორი ან შენობის დაშვების წერტილისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელი კონფიდენციალურ ინფორმაციას მიაწვდის ამ კანონის შესაბამისად, ვალდებულია: ა) ეს ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც ის იქნა მიწოდებული, მისი ხელმისაწვდომობა არ შეუზღუდოს იმ პირებს, რომლებისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია მითითებული მიზნის მისაღწევად, და დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა; ბ) არ გადასცეს ეს ინფორმაცია ნებისმიერ სხვა პირს ან არ დაუშვას მისი სხვა პირის მიერ (გარდა სხვა ავტორიზებული პირისა) გამოყენება.
2.ამ მუხლის არცერთი პირობა არ ახდენს გავლენას პირის ნებისმიერ სხვა უფლებაზე, რომელიც მას შესაძლებელია კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
