1.ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარუდგენლობა ან/და ამ სერტიფიკატის გადაუცემლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას: ა) 150 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით; ბ) 150 მ 2 -დან 250 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით; გ) 250 მ 2 -დან 500 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით; დ) 500 მ 2 ან 500 მ 2 -ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
Article 13. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარდგენის ან/და გადაცემის წესების დარღვევა
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 27 Jun 2024
