Article 17. ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა
1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთა იდენტობა და კულტურა, აგრეთვე ტყის მართვის ტრადიციები.
2. ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.
3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. თავი II უფლებამოსილება სატყეო პოლიტიკის, საქართველოს ტყის მართვისა და ზედამხედველობის სფეროში
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
