1.მართვის ორგანო უფლებამოსილია სოციალური ჭრების ფარგლებში განახორციელოს ხე-ტყის დამზადება : ა) მოსახლეობის ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით ( I და II ხარისხის ხეები); ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით ( II ხარისხის ხეები) .
2.მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას უზრუნველყოფს , ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის.
3.მართვის ორგანოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი ხმარდება ტყის მოვლას და აღდგენას.
4.მართვის ორგანოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
