Article 19. ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია
სახელმწიფო ტყის მართვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად; ბ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; დ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში მონაწილეობა; ე) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის გეგმის დამტკიცება; ვ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების დაფინანსება ან/და მათ დაფინანსებაში მონაწილეობა და გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი; ზ) ამ კოდექსით დადგენილი წესით მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად (გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო) შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა და ხელშეკრულების დადება; თ) ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ი) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის ან ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; კ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შექმნა; ლ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
